ბათუმში ენმ-მ და “ლელომ” საელჩოებს მიმართეს: მდუმარება ჩვენი მეგობრებისა, ერთგვარად დიახ, ახალისებს “ალტ ინფოს” მსგავს რევანშისტულ ძალებს

“ვართ გამოუვალ მდგომარეობაში და ამიტომ დიახ, ვითხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნების საელჩოებთან შეხვედრას” – აცხადებს ენმ-ს წევრი, მირდატ ქამადაძე ბათუმში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც ენმ-მ და “ლელომ” მეგობარი ქვეყნების საელჩოებს მიმართეს.

ქამადაძე ამბობს, რომ ოპოზიციონერები ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გარშემო განვითარებული პროცესების გამო, არ იციან, სადამდე შეიძლება მივიდეს ბათუმში უმართავი პროცესები.

“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ძალიან დიდ პატივისცემას, მაგრამ წყენანარევი ტონით გვინდა ვთქვათ, რომ მეგობრებო, ჩვენ ამ ქვეყანაში მეგობრობა ორმხრივი ვიცით. საქართველომ ევროპული ღირებულებებისთვის პირდაპირი გაგებით სისხლი დაღვარა და არასდროს უკან არ დაუხევია და არც დაიხევს. მაგრამ მე მგონია, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში, როდესაც ამხელა პოლიტიკური სკანდალია ჩვენს ქალაქში, მდუმარება ჩვენი მეგობრებისა, ერთგვარად დიახ, ახალისებს “ალტ ინფოს” მსგავს რევანშისტულ ძალებს. ჩვენ გვინდა თქვენთან შეხვედრა, როგორც მეგობრებთან”,- თქვა მირდატ ქამადაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარჯანიშვილზე 2 სართულიანი სახლის სახურავს ცეცხლი უკიდია
შემდეგი სტატიაბასილაია: ხვალინდელ პროცესზე ვარაუდი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს გადმოიყვანენ, ვერაფერს დაემყარება