აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა. კერძოდ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე დააკავა ასევე დაკავებულია კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია.