ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში შვიდსულიანი ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც თვითნებურად შეჭრილი მოსახლეობა ცხოვრობს, ბოლქვაძეების ფიცრულს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.

ნაგებობა მთლიანად დაიწვა, განადგურდა საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.

ბოლქვაძეების შვიდსულიანი ოჯახი „ოცნების ქალაქში“ რამდენიმე წელია ცხოვრობს.

ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ნატო-ს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
შემდეგი სტატიაიუშჩენკოს შეფასებით, ახლა უკრაინაში კორუფციის ყველაზე მაღალი დონეა