ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძრის შედეგად 5 სახლი დაიწვა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევა დღეს, 13 ოქტომბერს დილით მოხდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

















