ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე „ორბის“ მშენებარე კორპუსიდან ამწეკრანისა და სხვა დამხმარე კონსტრუქციის ნაწილი ჩამოვარდა, რის გამოც დაზიანდა მიმდებარედ მდგომი ავტომანქანები.

ჯერ უცნობია, რა რაოდენობის მანქანა დაზიანდა, თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია.

ამასთან, ძლიერი ქარის შედეგად ორი ავტომანქანა დაზიანდა ყაზბეგის ქუჩაზეც, სადაც ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც გვერდით მდგომ ავტომანქანებს დაეცა.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ბრიგადები შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან. მათი განცხადებით, რამდენიმე შეტყობინება შევიდა სამსახურში. ამ დროის ინფორმაციით, ქარის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხზე იმსჯელეს
შემდეგი სტატია“იარაღი ჩაუდეს” – ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერის დაკავებას აპროტესტებენ