ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სარდაფებიც დაიტბორა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფებიც – ამის შესახებ ბათუმის მერიის განცხადებაშია საუბარი.

ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული შეფერხებები გამოიწვია ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე. დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე მისამართზე კი, საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ასევე გართულებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა.

ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიერ ინტენსიურად, ამ დრომდე იწმინდება სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამსვლელი არხები. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე იმყოფება ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა ეთნომუსიკოლოგები ედიშერ და გიორგი გარაყანიძეები ღირსების მედლით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაჰელსინკის კომისია: ოცნება შავი ფულით და თაღლითური სქემით აფინანსებს ოპოზიციის შევიწროვებას