ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად, აივანი ჩამოინგრა

ბათუმში, ჭავჭავაძის #9-ში ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დასახმარებლად ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ.

„დაფიქსირდა სულ სამი გამოძახება, მაგრამ უმნიშვნელო. ერთი შეეხებოდა გზაში ჩარჩენილ მანქანას, მეორე აივნის ჩამონგრევას და მესამე ზარი საავადმყოფოდან დაფიქსირდა“, – განაცხადა სირაბიძემ და განმარტა, რომ აივნის ჩამონგრევა წვიმას არ უკავშირდებოდა.

ბათუმში რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაუღებელად წვიმდა, თუმცა სირაბიძის თქმით, წვიმას მოსახლეობისთვის ზიანი არ მიუყენებია.

banner
წინა სტატიაშიტრამპის Lamborghini Diablo VT Roadster გასაყიდად გაიტანეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ომის დროს დაღუპული კიდევ 17 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია