ბათუმში ძლიერი ქარის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

ბათუმში ძლიერი ქარის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

ბათუმის მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა. გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს აჭარის მტავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ სოსო შერვაშიძის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ახლობლებს. ბატონი სოსო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა, რამაც გამოიწვია ეს დიდი ტრაგედია. თანადგომას ვუცხადებ მის კოლეგებს ბათუმის მერიიდან და ყველა მის ახლობელ ადამიანს”, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – გიდასტურებთ, რომ იყო საუბარი კომიტეტის ხელმძღვანელობის შეცვლაზე და ეკა ბესელიასთვის ღირსეული პოზიციის შეთავაზებაზე
შემდეგი სტატიაახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია