ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში 4 იანვარს ძლიერი ქარის დროს დაშავებული 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ბათუმის მედცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ექიმების ცნობით, მამაკაცს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

დაშავებული ბათუმის მერიის სერვისების სამსახურის უფროსი იყო.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მეორე დაშავებული. 60 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაციები. აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. მისი მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა, თუმცა მოტეხილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა.

banner
წინა სტატიაშიია კერზაიას შვილი რესურსცენტრისთვის გაგზავნილ იმ დოკუმენტებს აქვეყნებს, რითაც დასტურდება, რომ სკოლაში წყლის პრობლემა იდგა
შემდეგი სტატიაგაფრთხილების მიუხედავად ტრამპმა “ბეჭდების მბრძანებლების” სლოგანი ისევ გამოიყენა