ბათუმში ძალა ერთობაშიას ღონისძიება იმართება

region
ავტ.: region ოქტომბერი 16, 2020 21:48

ბათუმში ძალა ერთობაშიას ღონისძიება იმართება

ბათუმში, ძალა ერთობაშიას ღონისძიება მიმდინარეობს. პარტიის ლიდერები ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავენ.

ღონისძიებას ასობით ადამიანი ესწრება. ადგილზე შეკრებილებს სიტყვით, პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე სიტყვით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეც უნდა გამოსულიყო, თუმცა მამის გარდაცვალების გამო ის აქციას არ ესწრება.

“ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან ოჯახური მწუხარების – მამის გარდაცვალების გამო ფიზიკურად თქვენთან ვერ ვიმყოფები. თუმცა თქვენთან ერთად დავძლევთ სიდუხჭირეს და შევქმნით ძლიერი სახელმწიფოს მყარ საფუძველს – მდიდარ ოჯახს. ჩვენ გავიმარჯვებთ ისე, რომ არცერთი მოქალაქე დამარცხებულად თავს არ იგრძნობს”, – წერს ლევან ვარშალომიძე.

region
ავტ.: region ოქტომბერი 16, 2020 21:48