ბათუმში დედამ არასრულწლოვან ბავშვზე, სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადა

ბათუმში, დედამ არასრულწლოვან ბავშვზე, სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, დედა დაკავებული არ არის, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოცემა ბათუმელების ცნობით, ბავშვი, რომელზეც იძალადეს, 9 წლის გოგონაა და მასთან უკვე მუშაობენ სოცმუშაკები.

უწყება აცხადებს, რომ საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

fb

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – როდესაც დავით ჭაკუა წარმოადგენდა პენიტენციურ სისტემას, არაადამიანური, გაუსაძლისი პირობები იყო
შემდეგი სტატიაპრემიერი აბიტურიენტებს-თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა