ბათუმში დამსვენებელს კარავი, ბარგი და ფული მოპარეს

ბათუმში დამსვენებელს მანქანის მინა ჩაუმსხვრიეს, იქედან კი ბარგი, კარვები, ფული და საყოფაცხოვრებო ნივთები მთლიანად წაიღეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაზარალებული წერს.

მისი თქმით, შემთხვევა ანბანის კოშკთან მოხდა, სადაც ერთ-ერთი ჯგუფის კონცერტი უნდა გამართულიყო.

„მოკლედ წავედი ღამის 4 ზე, ჯერ ხომ მზეს ვერ ვიტან ვერც გადატვირთულ გზებს ვიტან და ასე გადავწყვიტე, მართალიც აღმოვჩნდი 5 საათში ანბანის ძეგლთან მივშხუილდი, პარკინგზე შევაყენე მანქანა გადმოვედი და დავივიწყე, რა ჯანდაბად მინდა მანქანა ბათუმში…

რამდენიმე წუთში მეგობარმა დამირეკა, არიქა ამოდით ჩემთან ლუდები რამე რუმეებიო და ცოტა საღამოსკენ გამოვიდეთ, კონცერტიც მზად იქნებაო… ნუ რა თმა უნდა, ავედით, ბევრი ბოდიალის მერე მივაგენი, ორიენტირი ლურჯი კორპუსი იყო, ტაქსისტს რომ ვკითხე კინაღამ მცემა ვის ეკაიფები ბიძია ყველა მეორე კორპუსი ლურჯია აქანეო. ავედით და დავლიეთ.

ბინა დავცალეთ, გადავწყვიტეთ ღამეს კონცერტის შემდეგ წავსულიყავით ჩაქვის წყალზე, იქ გაგვეთენებინა კარვებით, ცეცხლი რამე. წამოვიღეთ ბარგი ჩავტენეთ ჩემს მანქანაში, რომელიც იდგა სცენიდან 40 მეტრში, მივედით სცენასთან, 20 წუთში მოუმატა წვიმამ. ლუკამ წამო მანქანაში რამეს ჩავიცვამო, მივედით… მივედი და უკანა კარის მინაა ჩამსხვრეული… პირველი რაც ვიფიქრე მეთქი ვიღაცა მავნებელმა რამე ჩაარტყა, გავაღე… ლუკა აკივლდა ანკას ჩანთა არ დევსო, ვაიმე არც კამასიო ვაიმე არც ჩემიო, მოკლედ გატეხეს და 3 უშველებელი ჩანთა თავის ბარგიბარხანით კარვებით საბუთებით ფულებით გაშპა… ჩემი მანქანიდან ზუსტად 123 მეტრში იდგა მიგალკაჩართული პატრული მოტოციკლით დილიდან… მოვიდა, ეგრევე დარეკა კრიმპოლში, ისინიც რაც მართალია ძალიან სწრაფად სადღაც 4 წუთში მოვიდნენ… მე დამსვეს გაყევიო გამომძიებელთანო, მოვიყვანეთ. გზაში მძღოლს ვეკითხები – რამე შანსი გვაქვს პოვნის, აბა რა გითხრაო ძმაო დღეს უკვე 31-ე შემთხვევააო… ვიმეორებ დღესო 6 საათია ოცდამეთერთმეტე შემთხვევაააო… 31 ნახევარ დღეში, დღისით მზისით!… დანარჩენი საინტერესო აღარაა, გვაბოდიალეს იწერეს იკითხეს მანქანას შავი რაღაცები ასხეს, ანაბეჭდიო ისაო დეენემიო… მოკლედ შესახედად მონდომებულები იყვნენ აშკარად, მაგრამ საუბარში იმედსაც ვერ მაძლევენ… ღამის 2 სათამდე დავყავით განყოფილებაში… ვერც კონცერტს დავესწარით რისთვისაც რეალურად წავედი… ბავშვებიც შლოპანცების ამარა დარჩნენ უფულოდ უსაბუთებოდ… განყოფილებიდან მეორე მანქანამ წამომიყვანა ადგილის დასათვალიერებლად ნუ მე და გამომძიებელი… იმ მძღოლმა „გგონია არ ვიცით ვინ არიან ვინ ჩალიჩობენო? ყველამ ყველაფერი იცისო მაგრამ, რად გინდა არ იჭერენო, მალალეტკებია და ჰა კანონი არ იჭერსო და..

ა ჰო მილიონი კამერაა ირგვლივ წინ უდიდესი სასტუმრო უკან ანნბანის ძეგლი .. ყველა კამერა იქაა, მაგრამ რატომღაც როგორც გაარკვიეს ჩემს მანქანას არ უყურებდა არცერთი,, პარკინგის ცენტრში პატრულის პოსტიდან 11 მეტრში… არ უყურებდა არცერთი… რად უნდოდა პატრული იქ იყო, რომელმაც 11 მეტრიდან მანქანის მინის მსხვრევის ხმა ვერ გაიგონა…

რა გამოვიდა, ვერც კონცერტი ვნახე, ვერც ზღვა, საბუთები, ფულები ტანსაცმელი კარვები რამეები დაიკარგა, მანქანა მინა დაიმსხვრა… არაჩვეულებრივად გავატარე ეს დღეები ბათუმში…

პ.ს. პატრულმა არსად, არცერთ რაიონში კრიმინალი თითქმის აღარაა ბოლო 2 თვეო, ყველა აქააო და მიდის პარსვაპო, ზუსტად ამ სიტყვებით… ხოდა გაითვალისწინეთ თქვენც… სადაც პატრულის და უამრავი კამერის წინ დღისით მზისით, ტეხენ მანქანას,იქ კარგს რას უნდა ელოდო…

ა, ჰო რამე პატარა ჩანთებზე არაა ლაპარაკი, იღლიაში ამოიდო წაიღო, ჩანთა იყო 32 კილო, ზედ მიბმული კარვებით და მთელი სალაშქრო აღჭურვილობით“ – წერს ლუკა ჩხაიძე.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ იმერეთში ძარცვის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიატვ პირველის დამფუძნებლის მამას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინეს