ბათუმში დაკავებული იყო არა 40, არამედ 66 ადამიანი – ობმუდსმენის აპარატი შსს-სგან განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობს

ბათუმში შაბათს ღამით დაკავებულთა მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს . ობმუდსმენის აჭარის წარმომადგენლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 3 დღის წინ აქციაზე დაკავებული იყო 66 ადამიანი და არა 40, როგორც ეს ძალოვანმა უწყებამ გაავრცელა.

„ახლა მიმდინარეობს გადამოწმება, გვინდა შევხვდეთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც იქნენ დაკავებულნი. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ გასცეს პასუხი, იყო თუ არა სპონტანურად დაწყებული აქცია და იყო თუ არა დაგეგმილი წინასწარ და ვინ მონაწილეობდა. მოვუწოდებთ მთავრობას, პრემიერს, რომ გადახედონ იმ ხარვეზებს, რომელიც არის კრიზისების მართვის მათეულ გეგმაში,“ – განაცხადა ციალა ქათამაძემ.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება ვეძისში – დაზიანდა ავტომანქანები
შემდეგი სტატიაკახა კალაძე მინსკში „ინტერ-რაოს“ წარმომადგენლებს შეხვდება