12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ბათუმში დაკავებულ “თაღლით რომეოს” წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

Netfix-ის დოკუმენტური სერიალის, Tinder Swindler-ის გმირი და “თაღლითი რომეოს” სახელით ცნობილი საიმონ ლევიევს ბათუმში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

„ნიუ იორკ თაიმსი“ ადვოკატზე, საგივ როტენბერგზე დაყრდნობით წერს, რომ ლევიევი საქართველოში გერმანიის მოთხოვნით დააკავეს. ის სამი თვით პატიმრობაში დარჩება, ან იმ დრომდე, სანამ გერმანია მის ექსტრადირებას არ მოახდენს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, გერმანიაში ლევიევს ბრალი წაუყენეს ქალისგან თითქმის 44 000 ევროს მოპარვის და მის სახელზე საკრედიტო ბარათისა და ტელეფონის გამოყენებით ათასობით დოლარის მითვისების ბრალდებით.

მისი ადვოკატის თქმით, ლევიევი ბრალდებებს უარყოფს.

„ნიუ იორკ თაიმსს“ ადვოკატმა უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში დაკავებას ასაჩივრებს და ასევე, მოითხოვს გერმანიაში საქმის შეწყვეტას.

banner
წინა სტატიაშიხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიებად 3.000 ლარიანი გირაო შეუფარდეს
შემდეგი სტატიასახელისუფლო სქემის გარეშე 700 მილიონს ვერავინ მოიპარავს – მურთაზ ზოდელავა