ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

კვლავ მძიმეა ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ოთარ თავართქილაძე მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მომხდარი ინციდენტი ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. დამნაშავე დაკავებულია. გამოძიება სამართალდამცველზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.

“პაციენტის მდგომარეობაში გვაქვს დადებითი დინამიკა, პაციენტი კონტაქტურია, მაგრამ ჯერჯერობით ის რჩება აპარატულ სუნთქვაზე, სამკურნალო-დაცვით ნარკოზში. ვაგრძელებთ რეანიმაციულ მკურნალობას, იმედია რომ უახლოეს მომავალში დინამიკა უფრო ხელჩასაჭიდი იქნება,” – განაცხადა ექიმმა.

banner
წინა სტატიაშივაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართება
შემდეგი სტატიამმართველმა გუნდმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მოამზადა