ბათუმში დააკავეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მათე ცენტერაძე – “გახარია საქართველოსთვის”

“გახარია საქართველოსთვის” საგანგებო განცხადებას ავრცელებს – ყოფილი პრემიერის გუნდი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმში მათივე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მათე ცენტერაძე დააკავეს.

“გახარია საქართველოსთვის” კატეგორიულად მოითხოვს, რომ დროულად გათავისუფლდეს მათე ცენტერაძე და ყველა უკანონოდ დაკავებული პირი.

ბათუმში დააკავეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მათე ცენტერაძე. რეჟიმი აგრძელებს ახალგაზრდებზე ნადირობას. მოვითხოვთ, დროულად გათავისუფლდეს მათე და ყველა უკანონოდ დაკავებული პირი!” – წერს პარტია “გახარია საქართველოსთვის”.

banner
წინა სტატიაშილომჯარია: უკანონოდ დააკავეს ციალა ქათამიძე და გია ჯვარშეიშვილი
შემდეგი სტატიანინო კალანდია გია ჯვარშეიშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს