ბათუმში დააკავეს 26 წლის მამაკაცი, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის იძებნებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძებნილი – 1999 წელს დაბადებული მ.დ. ბათუმში დააკავეს.

მსჯავრდებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 18 დეკემბრიდან, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით იძებნებოდა.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის“ კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს, სხვა ე.წ. ჟურნალისტებს
შემდეგი სტატიაფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის შსს-მ ისრაელის მოქალაქე დააკავა