ბათუმში ჩვენ დამკვირვებელს თავს დაესხნენ და თავ-ყბის დამტვრევით დაემუქრნენ – სიმონიშვილი

ბათუმში ჩვენ დამკვირვებელს თავს დაესხნენ და დაემუქრნენ!!! – წერს საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და ვიდეომასალას ავრცელებს.

საიაში ამბობენ, რომ ბათუმის N44 უბანზე პერიმეტრის დამკვირვებლის, თემურ ირემაძის მიმართ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიას და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

“ბათუმში ჩვენ დამკვირვებელს თავს დაესხნენ და დაემუქრნენ!!!

ისევ გრძელდება პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლი და გაურკვეველი ადამიანების მობილიზება. ამის გადაღებისას კი თავ-ყბის დამტვრევით დაემუქრნენ ჩვენ დამკვირვებელს და ტელეფონიც წაართვეს”,- წერს ნიკა სიმონიშვილი Facebook-ზე.

 

 

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა
შემდეგი სტატიაუგულავა: დღეს პრობლემა სააკაშვილს აღარ აქვს, პრობლემა აქვს ხელისუფლებას