ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულის თანამშრომელი დაჭრეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულის თანამშრომელი დაჭრეს. მამაკაცი კისრის არეშია დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაჭრილი პირი პატრულის თანამშრომელია.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე დაკავებულია ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დაჭრილი პატრულის თანამშრომელი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველები თავდასხმის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.

„რაც ვიცი, იყო ჩხუბი და პატრული ცდილობდა გაშველებას, რა დროსაც მას ერთ-ერთი დაესხა თავს და ყელის არეში ჭრილობა მიაყენა“, – ამბობს ერთი თვითმხილველი.

ამ დროისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე ისევ რჩებიან სამართალდამცველები.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ევროპის მოედანზე მდუმარე აქცია გაიმართა
შემდეგი სტატია12 დეკემბერს პარლამენტთან დაკავებულ ხუთ პირს ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდა, ერთს კი, სიტყვიერი შენიშვნა მიეცა