ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ცხედრები ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ გამოასვენეს.

არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია ორი მამაკაცისა და მოზარდის ცხედრები. ამ ეტაპზე მათი ვინაობა უცნობია.

ამ დროის ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილას უკვე 15 საათია მუშაობენ.

წინა სტატიაშინანგრევებიდან ცოცხალი მამაკაცის ამოყვანა და მაშველის პირველი რექცია
შემდეგი სტატიაბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვი ამოიყვანეს