19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ბათუმში, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაზე ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

ბათუმში, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მათ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

შეკრებილები აცხადებენ, რომ უხვი ნალექის გამო, სამშენებლო ტერიტორიაზე მიწის მასა ჩამოიშალა, მანამდე კი, სამუშაოებმა მეზობელ კორპუსში ბზარები გააჩინა.

ამასთან, მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს საფეხმავლო ბილიკის სივრცე, რაც ცენტრალურ გზაზე ადგილზე მცხოვრებლებს გადაადგილებაში აფერხებს. ადგილობრივების თქმით, კორპუსის მშენებლობა ადამიანის უსაფრთხოების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ისინი დახმარებისა და რეაგირებისთვის ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს მიმართავენ.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – მოპარულია 179 000 ევროს ძვირფასეულობა
შემდეგი სტატიაუკრაინის გენშტაბი: ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამი ობიექტი დაზიანდა