ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა

“აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ღამით ქვეითს მანქანა დაეჯახა. 61 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც გამოცემას საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტი მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშიკახეთში ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა
შემდეგი სტატიაზელენსკი – უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსული