ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

region
ავტ.: region აგვისტო 26, 2019 13:08

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

ბათუმში გამთენიისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. ის საავტომობილო გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდა, როდესაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა მძღოლის ვინაობა და ადგილსამყოფელიც, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის, რადგან გამოძიება ჯერ ექსპერტიზის შედეგს ელოდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

region
ავტ.: region აგვისტო 26, 2019 13:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,479
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics