ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულეს, 60 წლამდე ასაკის კაცს მსუბუქი ავტომობილი დააეჯახა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გვიან ღამით, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
შსს–მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


















