გვიან ღამით ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მანქანა და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს, რომ კაცი მსუბუქი ავტომანქანის საჭესთან იჯდა.
„დაზიანებულია გზა და წუხელ, ღამის საათებში ამას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. დღეს დაიწყეს გზის მოპირკეთება”,-უთხრეს გამოცემას ადგილობრივებმა.
„ბათუმელები“ წერს, რომ ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავარიები და მგზავრებისა და ქვეითების დაღუპვის შემთხვევები ხშირია – 7 დღის წინ, 27 სექტემბერს, შუადღისას, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მიკროავტობუსი ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა.















