11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ბათუმში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაიღუპა არასრულწლოვანი, დაშავდა სამი პირი. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი პოლიციაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია. პრობლემას წარმოადგენს ინფრასტრუქტურაც, საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის ამ მონაკვეთზე არ არის მოწყობილი ტროტუარები და გარეგანათება, გზის გარკვეული ნაწილი კი დაზიანებულია.

banner
წინა სტატიაში“მე ვერ მოვინანიებ სამშობლოს სიყვარულს” — პაატა მანჯგალაძე
შემდეგი სტატიაშიო მესამე: როდესაც ცოდვას ვებრძვით, ჩვენს ჯვარს ვამსუბუქებთ — სწორედ ეს არის ქრისტესთან თანაზიარების გზა