ბათუმში აქციაზე მისულ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, თავზე ნაგავი დააყარეს და შეძახილებით “მონა”, “მოღალატე” დაატოვებინეს ტერიტორია

დღეს ბათუმში აქციაზე მისულ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, თავზე ნაგავი დააყარეს და შეძახილებით “მონა”, “მოღალატე” დაატოვებინეს ტერიტორია.

“გულიანი ხალხია, მაგრამ ხანდახან გულს გონებაც უნდა მიაყოლოს ადამიანმა. ბულვარის მიტაცება ამ ხელისუფლების დროს კი არ მომხდარა, ყველა ხლეისუფლების დროს მოხდა. განსაკუთრებით ეს დაიწყო “ნაციონალური მოძრაობის” დროს”, – თქვა ჩავლეიშვილმა

ცნობისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში გაერთიანებული ოპოზიციის სიით მოხვდა. მოგვიანებით, ის გამოეყო ოპოზიციას და მოირგო სადეპუტატო მანდატი. ირაკლი ჩავლეიშვილი შეკრებილებმა შეძახილებით “მონა”, “მოღალატე” გააცილეს.

დეპუტატი პოლიციიის კორდონით გამოიყვანეს ტერიტორიიდან.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია ბათუმში დღეს, 13:00 საათზე დაიწყო. ბათუმელები ამტკიცებენ, რომ, სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა უკანონოდაა გაცემული და მასში კორუფციულ გარიგებას ხედავენ.

banner
წინა სტატიაშიამერიკის კონგრესში გიგი წერეთლის ეუთოს-ს საპარლამენტო ასამბლეაში საპრეზიდენტო საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა
შემდეგი სტატიაშსს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერ, გიგი უგულავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს