ბათუმში აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად აქცია დაიწყო. ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების არჩევნებთან დაკავშირებული მოთხოვნები უცვლელია, აქვე, აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე ინიციატივა აქვთ, რასაც აქციაზეც გააჟღერებენ.

“პროტესტი იქნება შეუქცევადი. ჩვენ მოსახლეობას დავეხმარებით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებთან მიმართებით”, – ამბობს აქციის მონაწილე.

“ჩვენი ინიციატივით, აჭარის მთავრობის სახლის წინ ტერიტორიას დაერქვა თავისუფლების კვარტალი. აქ ადამიანებს მივცემთ ვაჭრობის საშუალებას”, – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

გაიხსნება გარე ვაჭრობის ჯიხურები, მოსახლეობას უზრუნველყოფენ კლინიკებამდე მიყვანით, ამოქმედდება სახალხო მერიაც. ასევე აქციაზე იქნება ექიმი ლევან ანთაძე, რომელიც იქ მისულებს კორონავირუსთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევს.

banner
წინა სტატიაში“გადავიაროთ ერთი ახალი წელი შედარებით მოკრძალებით, ვირუსის გავრცელების ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ”
შემდეგი სტატიაშეამოწმეს დაწესებულებები, რომლებიც მთავრობის დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ