ბათუმში აფეთქების შედეგად ბარაკის ტიპის საცხოვრებელი დაინგრა

ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე, ძლიერი აფეთქების შედეგად ბარაკის ტიპის ერთი საცხოვრებელი სახლი დაინგრა. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას უკავშირდება.

იტალიურ ეზოში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადგილობრივი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დაბზარულია მიმდებარე საცხოვრებლების კედლები.
შემთხვევის შედეგად ორი ავტომობილიც დაზიანდა. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიხვალ მთელ საქართველოში ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი, მასზე განხორციელებულ თავდასხმას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს