ბათუმში „ალიანს პალასის“ მშენებლობაზე დაშავებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ „ალიანს პალასის“ მშენებლობაზე დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.  ხუთივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხუთივე დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანის დროს კონტაქტური იყო.

„ალიანს პალასის“ შენობაზე ბეტონის ჩასხმის სამუშაოები მესამე სართულზე მიმდინარეობდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მშენებლობაზე მყოფებმა აცნობეს, ხარაჩო იმ დროს დაიშალა, როცა ბეტონის ჩასხსმის სამუშაოები მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიშსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაესპანეთის პოლიციამ კატალონიაში 1300 სკოლის შენობა დალუქა