ბათუმში ახლადმოწვეული საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

ბათუმში ახლადმოწვეული საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. სხდომაზე არ მივიდნენ “ქართული ოცნების” დეპუტატები. სხდომის გამართვა “ნაციონალურმა მოძრაობამ”მოითხოვა.

დღის წესრიგით დღეს 2 საკითხი იყო გათვალისწინებული. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ბათილად ცნობა.

სხდომას 3 პარტია ესწრებოდა: “ლელო”, პარტია “საქართველოსთვის” და ენმ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ სწორედ ქართული ოცნება არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ზღვისპირა ქალაქში ქმნის კრიზისს.

მმართველი გუნდის წევრებისათვის მიუღებელი იყო ის საკითხები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შეიყვანა დღის წესრიგში. ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ბათუმში დამტკიცებულია მომავალი წლის ბიუჯეტი და შესაბამისად კრიზისი არ იქნება.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ექსპერტები იმსჯელებენ, ვინ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად
შემდეგი სტატიასუბარი – „ვიშიმშილებთ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება“, ვერანაირ თანხმობამდე ვერ მიგვიყვანს