ბათუმში ახალგაზრდა ქალის სასტიკად ცემაში ბრალდებულმა ქვეყანა დატოვა

ბათუმში ახალგაზრდა ქალის სასტიკად ცემაში ბრალდებულმა ქვეყანა დატოვა

ასებათუმში მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ოჯახური ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის სასტიკად ცემაში ბრალდებულმა ქვეყანა სავარაუდოდ მომხდარიდან მალევე სარფის პუნქტიდან დატოვა.

ყოფილმა ქმარმა ბათუმში 27 წლის ქალი სასტიკად სცემა და დაჭრა. დაზარალებულს თავის არეში ბასრი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. ქალბატონს მოტეხილობა აღენიშნება ხელის არეში, მთელ სხეულზე კი ცემის შედეგად მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს.

შემთხვევა 10 ივნისს, საღამოს, ბათუმთან ახლოს, ჩაისუბანში მოხდა, როცა ნინა ტ. მის ყოფილ ქმარს არკადი ტ.-ს გარდაცვლილი მეზობლის ოჯახში სამძიმარზე გაჰყვა.

banner
წინა სტატიაშიგია მაისაშვილი: “სიცოცხლე მწყურია ასმაგად უფრო”
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს