ბათუმში, ახალგაზრდა ქალი სამშობიაროს ფანჯრიდან გადმოხტა

ბათუმში, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სამედიცინო ცენტრ კლინიკა „მედინაში“ მოხდა.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა 30 წლის მშობიარე ქალის თვითმკვლელობის მიზეზი. არსებული ინფორმაციით ქალბატონმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი და რუსეთის პატრიარქი ერთმანეთს კუბაში შეხვდებიან
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა