9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბინაში თურქეთის მოქალაქე იმყოფებოდა.

მეზობლების ინფორმაციით, ხანძარმა აივანზე ინვენტარი გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებულ საფრთხეს ის გარემოება ქმნიდა, რომ ხანძრის კერასთან ახლოს ბუნებრივი აირის მილები გადიოდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ. ტერიტორიაზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიანდრია ჯაღმაიძე: სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად აკრედიტაცია არ მიეცათ ,,ტვ პირველისა” და ,,ფორმულას” ჟურნალისტებს
შემდეგი სტატიაგურამ როგავაზე და აქტივისტ ზვიად მაისაშვილზე სპეცრაზმელების თავდასხმის საქმის პროკურორმა უწყება დატოვა