ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან მთავრობის სახლამდე საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ. შეკრებილების მოთხოვნა უცვლელია. ოპოზიცია პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელახალ არჩევნებს და ცესკო-ს ადმინისტრაციის გადადგომას ითხოვს.

ლევან ვარშალომიძე აქციის მონაწილეებს 21 ნოემბერს, მაშინ, როცა არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს, აჭარაში, საარჩევნო უბნებთან ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ვარშალომიძემ დღეს ბათუმში მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართა და კიდევ ერთხელ დაპირდა, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არც პარლამენტში და არც აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა არ აპირებს.

ვარშალომიძემ კიდევ​ ერთხელ გაახმოვანა ის მოთხოვნები , რომელიც ერთიან ოპოზიცია აქვს- ახალი არჩევნები, ცესკო-სა და უსკო-ს თავმჯოდმარეების გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ლევან ვარშალომიძის თქმით, 22 ნოემბერს ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეიკრიბება და მოსახლეობას სამოქმედო გეგმას გააცნობს, მანამდე კი ხვალ, ვარშალომიძე აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, სიმბოლურად ფანჯრებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოფინონ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი: როცა სააკაშვილის დღის წესრიგით უტევთ ხელისუფლებას და თან სააკაშვილი არ გვინდა ლიდერადო ამბობთ, ეს რიგითი ქართველი ამომრჩევლისთვის ან არადამაჯერებელია, ან გაუგებარი
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – ოპერიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიისა და მელიქიშვილის მიმართულებით 18 ნოემბერს ორმეტრიანი დისტანციით იქნება ჯაჭვი