ბათუმში, 6 მაისის ტბაში ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ აღმოაჩინეს

ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ნურის ტბის წყლის კვლევის წინასწარი შედეგები ცნობილია. ტბის ფსკერზე ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ აღმოაჩინეს, – ინფორმაციას შავი ზღვის ეკოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე ადასტურებს.

20 ივნისს ჩატარებული კვლევის მიხედვით, წყალში ტოქსიკური ციანოფიტის 90 პროცენტიანი დომინაციაა. აღნიშნული ლურჯ-მწვანე მცენარე ყველაზე ტოქსიკური ჯგუფია. მიზეზად შავი ზღვის ეკოლოგიური კვლევის ცენტრის სპეციალისტი ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციის დარღვევას ასახელებს.

“წყალში არ არის ისეთი თევზი, რომელიც ბაქტერიულ წყალმცენარეებს საკვებად იყენებს. ჩვენი რეკომანდაციაა, პირველ რიგში, ნურის ტბაში ეკოსისტემის ფორმირება მოხდეს, შემდეგ კი იმ თევზების გაშვება, რომლებიც ეკოსისტემის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს”, – აცხადებს გუჩმანიძე.

არჩილ გუჩმანიძის მტკიცებით, სავალალო მდომარეობაა არდაგანის ტბაშიც. იქ დაბინძურების მიზეზად საკანალიზაციო და ტექნიკური წყლის ჩადინება სახელდება.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები უდანაშაულოები არიან
შემდეგი სტატიაირანი აზერბაიჯანიდან და საქართველოდან გაიტანს ტვირთს ევროპაში