30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ბათუმში 45 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საუბარია 45 წლის როლანდ დავითაძის მკვლელობაზე, რომელსაც ქუჩაში რამდენჯერმე ესროლეს. პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 ივნისს დააკავეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 ივნისს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ყოველდღიურად 600 დრონისა და რაკეტის მასიურ გამოყენებას გეგმავს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: ირანელებმა ჩვენი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, აშშ-მა უნდა უპასუხოს ამ თავდასხმას