ქურდობის ოთხი შემთხვევა ბათუმში – გამთენიისას 4 კომერციული ობიექტი გაქურდეს. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. არსებული ინფორმაციით, დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან.
მფლობელების თქმით, ზარალი რამდენიმე ათასი ლარია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით არის აღძრული, დადგენილი არიან სავარაუდო დამნაშავეები.