ბათუმში 250 მედიკოსი გამოიკვლიეს. კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ბათუმში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 250 მედიკოსი გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ყველა ანალიზის პასუხი იყო უარყოფითი. გამოკვლეულთა შორის იყვნენ როგორც ცალკეული კლინიკების, ასევე სასწრაფო დახმარების მედიკოსები.

სამინისტროს ინფორმაციით, მედიკოსების და სხვა რისკ-ჯგუფების გამოკვლევის პროცესი გაგრძელდება. მედიკოსების შემდეგ მასობრივად გამოიკვლევენ საკარანტინო ზონების თანამშრომლებს.

უკვე გამოკვლეულია 150 მებაჟე, რომლებსაც ვირუსი არ დაუდასტურდათ.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის ჰოსპიტალში 26 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა