12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ბათუმში 23 წლის მამაკაცი მძმედ დაჭრეს – მკვლელობის მცდელობისთვივს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 2003 წელს დაბადებულ ა.დ. – ს ცივი იარაღის გამოყენებით  სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ა.ი. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში ძალადობისთვის, წარსულში ნასამართლევი, 32 წლის მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიამუქარა, შანტაჟი და ფულის გამოძალვის მცდელობა კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით – დაკავებულია ერთი პირი