ბათუმში 20 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოხტა.
შემთხვევა გორგილაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში მოხდა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვთმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი მესამე კურსის სტუდენტი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მას კამათი ბიჭთან მოუვიდა.