ბათუმსა და ქობულეთში 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად განახლდება, სრულყოფილად კი პროცესი პირველ ოქტომბერს აღდგება

ბათუმსა და ქობულეთში 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად განახლდება, სრულყოფილად კი პროცესი პირველ ოქტომბერს აღდგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს გვქონდა საბჭოს მორიგი სხდომა. საერთოდ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები შედგება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს. დღეის მონაცემებით, გვაქვს 34 ახალი ინიფიცირების შემთხვევა. აქედან 20 შემთხვევა დაფიქსირებულია ბათუმი. ჩვენ ბათუმში გარკვეულ ზრდას ველოდით, ამისთვის ყველაფერია მზად. მტთვარია, რომ ეპიდემიის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წლის დაწყება გამოიწვევს მობილობის გარკვეულ გაზრდას შემდეგი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ორი კვირით ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება, პროცესი იქნება დისტანციურად. ქობულეთსა და ბათუმში, ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ პირველი ოქტომნრიდან“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობაში შეეფარდა
შემდეგი სტატიასაქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება