ბათუმის ვიცე მერი სცემეს

გუშინ, ბათუმის ვიცე მერი სცემეს – აღნიშნულ ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ბაგრატ მანველიძემ ბათუმის პარკში მსხდომ ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქალაქის ვიცე მერმა ახლგაზრდებს თავდაპირველად შეაგინა, რის შემდეგაც სიტყიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

ფაქტი „ნიუპოსტს„ შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ინცინდენტში მონაწილე ერთ პირს ბრალი წარედგინა.

 

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე პეტრიაშვილის თავდასხმაზე საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
შემდეგი სტატია“5 ნატყვიარის, 16 ჭრილობის, ჩაქუჩებისა და ბეისბოლის “ბიტებით მუშაობის” პირობებში კარგ სპორტულ ფორმაში ვარ “