ბათუმის შესასვლელებში საკონტროლო პუნტები მოეწყო

ვინ არის შალვა ჩიგირინსკი და რატომ ფიგურირებს საქმეში ივანიშვილის გვარი

ბათუმის შესასვლელებში საკონტროლო პუნტები მოეწყო. ზღვისპირა ქალაქში ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. მათ ვისაც შემოწმებისას ტემპერატურა დაუდგინდებათ, ცხელების ცენტრში გადაიყვანენ და კორონავირუსზე გამოიკვლევენ.

სპეციალურ კარვები განთავსდა თამარის დასახლებასა და ხელვაჩაურში მახოს ხიდთან. ადგილზე სიტუაციას დამართადამცველები აკონტროლებენ.

„საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ქალაქ ბათუმის შემოსასვლელსა და გასასვლელში ბლოკ- საგუშაგოები მოეწყოს. აღნიშული ბლოკ- საგუშაგოების განთავსება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა განახორციელეს. აღნიშნულ პოსტებზე 24 საათის განმავლობაში მოქალაქეთა თერმოსკრინიგი მოხდება. ტემპერატურის დაფისირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ჩერთვება ჯანდაცვის შესაბამისი სამსახური და განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები. ერთი საგუშაგო თამარის დასახლებაში ე. წ ბენზეში და მეორე საგუშაგო კი ხელვაჩაურში მახოს ხიდთან მოეწყობა. ახლა სატესტო რეჟიმში ვახორციელებთ ბლოკსაგუშაგოს ფუნქციონირებას. პროცესი საცობს შექმნის, თუმცა ვეცდებით რომ არ შევაფერხოთ მოქალაქეთა გადააგილება და განვახორციელოთ ის მიზანი რაცაა უსაფრთხო გადაადგილება და თერმოსკრინინგი. ტემპერატურის მატების ან ცვალებადობის შემთხვევაში კონკრეტული მოქალაქეს შესაბამის დაწესებულებაში გადავამისამარებთ. გამოვლენილი მოქალაქე გადაეცემა ჯანდაცვის სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტრო კი შესაბამის კონტროლს განახორციელებს,- აცხადებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კოტე ანანიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებო, წადით სახლში! – ნათელაშვილის აქცია რუსეთის საელჩოსთან
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა