ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარათაიმსი” ავრცელებს.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

















