ბათუმის სავაჭრო ცენტრებში კინოლოგები მუშაობენ

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში: “ბათუმი მოლი”, “გრანდ მოლი”, “მეტრო მოლი” და “ბათუმი პლაზა” კინოლოგები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა. შენობებიდან გამოიყვანეს როგორც იქ მომუშავე ადამიანები, ისე რიგითი მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ, რომლის შესახებაც შეტყობინება 112-ში შევიდა.

banner
წინა სტატიაშისოფო ჯაფარიძე ექიმების ჯგუფთან ერთად ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში ჩავიდა
შემდეგი სტატიავითარება სამეგრელო-სვანეთის გზებზე