ბათუმის სასამართლომ ყაზახეთის სამი მოქალაქე ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

მძიმე ბრალდების მიუხედავად, ბათუმის სასამართლომ ყაზახეთის სამი მოქალაქე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საბაჟო წესის დარღვევა ედებათ ბრალად – ისინი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ათიათას ტონა ნავთობს განკარგავდნენ.

ამ დანაშაულისთვის, კანონით, 15 წლამდე პატიმრობაა გასნაზღვრული, თუმცა მოსამართლემ მათთვის თავისუფლების სანაცვლოდ ნახევარმილიონიანი გირაო მოითხოვა.

“პირველების” კითხვაზე, როგორ გათავისუფლდნენ პატიმრობიდან, ყაზახეთის მოქალაქეების არ პასუხობენ.

მცირე კომენტარი გააკეთა მედიასთან პროკურორმაც.

ვაგრძელებთ მტკიცებულებების მოგროვებას და გამოძიებას, მაგრამ იმ მომენტისთვის, იმ მნიშნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებისთვის ეს საპროცესო იძლებითი ღონისძიება იყო საჭირო და ბრალდების მხარემ კნაონის მოთხოვნის სრული დაცვით ეს გავაკეთოთ. რაც შეეხება გათავისუფლებას, გითხარით, რომ მოხდა მათი გათავისუფლება ასევე საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან იმ მომენტისთვის უკვე დაკავება აღარ იყო საჭირო, – ამბობს პროკურორი.

ბათუმის ნავთობტერმინალში სპეცოპერაცია 5 დეკემბერს ჩატარდა. 5 დეკემბერსვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდა ყაზახეთის სამი მოქალაქისა, დაკავებული იყო ნავთობტერმინალში მომუშავე 21 ადამიანი, მათ შორის, ხელმძღვანელი პირებიც.

banner
წინა სტატიაშისაიას ხელმძღვანელი: “სუს-ის ციფრები ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს არ ასახავს”
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე: “სუსი და შსს, სავარაუდოდ, მტკიცებულებების განადგურებით არიან დაკავებულები”