ბათუმის საქალაქო სასამართლომ მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი 250 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი 250 ლარით დააჯარიმა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით პროცესი დღეს გაიმართა.

ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა მსახიობი დღეს გამთენიისას გოგებაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, რის გამოც დააკავეს და ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 მუხლით წაუყენეს.

მსახიობი ამბობს, რომ ხმამაღალი შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან, რის გამოც სამართალდამცველთა ყურადღება მიიქცია.

მსახიობი პოლიციის თანამშრომლებს უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშისოხუმის და ცხინვალის რეჟიმების ე.წ. პარლამენტარები სირიაში საერთო ვიზიტს გეგმავენ
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 1 პირი