ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 1, 2019 22:18

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქალაქის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვსა და მასთან ერთად ბრალდებულ კიდევ ექვს ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლევან გელოვანმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. ბრალდებულების ახლობლები ამ დრომდე სასამართლოს შენობასთან არიან შეკრებილი და სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გიორგი ერმაკოვმა სასამართლოს წინაშე სიტყვა წარმოთქვა და მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიებად მისთვის გირაოს შეფარდება სთხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები. კერძოდ, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 ივნისს ჩაინიშნა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 1, 2019 22:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics