ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გაკრულმა სტიკერმა ხმაური გამოიწვია

ბათუმის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ხელფასების 100 ლარით გაზრდა მოითხოვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ანთაძემ ტრიბუნაზე სტიკერი გააკრა, რომელზეც წერია, რომ 2013 წლიდან დღემდე საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2700 ლარიდან 4500 ლარამდე გაიზარდა, ბაღის აღმზრდელის ხელფასი კი ისევ 330 ლარია.

სტიკერის ჩამოხსნა საკრებულოს აპარატის უფროსმა სცადა, რაც ოპოზიციამ გააპროტესტა.

„თქვენ არ ხართ დეპუტატი, მოშორდით ტრიბუნას. არ გაქვთ ჩამოხევის უფლება“, – მიმართა აპარატის უფროსს დეპუტატმა ლევან ანთაძემ და სტიკერის ჩამოხსნის საშუალება არ მისცა.

სტიკერი საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით ჩამოხსნეს.

ბათუმის საკრებულო დღეს 21 საკითხის განხილვას გეგმავს. მათ შორის არის საკითხი 6 მაისის სახელობის პარკისთვის ბათუმის ცენტრალური პარკის სახელის მინიჭების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიდოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე რეანომობილით გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაუკრაინის ნაციონალურ ტექნიკურ უნივერსიტეტს და სტუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა